გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოში ხინკლის დამჭერი მოწყობილობა გამოიგონეს

12-02-2018

ხინკლის დასაჭერად საქართველოში სპეციალური მოწყობილობა ჰოფ-ჰოფი შექმნეს. იდეის ავტორების თქმით, მოწყობილობის  საშუალებით შესაძლებელია ხინკალი ისე მიირთვათ, რომ თითები არ დაიწვათ, ხელი არ დაისვაროთ და წვენი არ დაგეღვაროთ.

„შიდა ზედაპირზე განლაგებული წვრილი კბილების საშუალებით „ჰოფ-ჰოფი“იკავებს ასევე წვრილ და მცირე კუჭებიან ხინკალსაც. „ჰოფ-ჰოფის“ საცალო ფასი ჯერ განსაზღვრული არ არის. ამ დროისთვის გაიყიდება მხოლოდ დიდი რაოდენობით (მინიმალური რაოდენობა 1000 ცალიდან). გაცემა საწყობიდან ან ადგილზე მიტანით“, - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში „ჰოფ-ჰოფის“ ოფიციალურ გვერდზე.

ინტერნეტში მოწყობილობის გამოყენების ვიდეოინსტრუქციაც გავრცელდა.

reginfo.ge