გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში სასკოლო ინფრასტრუქტურა ეწყობა

27-03-2020

კასპის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ ტატანაშვილი სოფელ იგოეთში იმყოფებოდა და საჯარო სკოლის შემოღობვის, სანიტარული კვანძების და შშმ პირებისთვის პანდუსის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

სკოლის შენობაზე მიმდინარეობს მიშენება, სადაც მოეწყობა სანიტარული კვანძები. შშმ პირების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით მოეწყობა პანდუსი, სკოლა ფასადის მხრიდან დეკორატიული კედლით იღობება.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯი ელ გრუპი“ ასრულებს და მასზე 100 650 ლარი დაიხარჯება.