გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლუკ კოფი: ევროპას საფუძვლიანი ინტერესი გააჩნია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების, დაცულობისა და კეთილდღეობის მიმართ

27-03-2020


„უკრაინა და საქართველო ისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მაშინ როდესაც რუსეთსა და თურქეთს უნიკალური და რთული ურთიერთობა გააჩნიათ ევროკავშირთან” - წერს „ჰერითაჯის“ ფონდის მკვლევარი ლუკ კოფი, გამოცემა mei.edu - ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ევროკავშირის დაინტერესება შავი ზღვის რეგიონით ძირითადად ეფუძნება იმ ფაქტს, რომ მისი ორი წევრი სახელმწიფო - რუმინეთი და ბულგარეთი - დაკავშირებულნი არიან ამ აკვატორიასთან. თუმცა, ორგანიზაცია ეკონომიკურად და პოლიტიკურიად შავი ზღვის მოსაზღვრე არაწევრ სახელმწიფოებთანაც არის მჭიდროდ დაკავშირებული.

„შავი ზღვა მრავალი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი რეგიონი ევროკავშირისთვის და ეს მიზეზები მოიცავს ეკონომიკურ, უსაფრთხოების, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ფაქტორებს. შავი ზღვის ფსკერზე ასობით მილის სიგრძის მილსადენები და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებია გადებული. მსხვილი ევროპული პორტები რეგიონის ეკონომიკური საქმიანობის მნიშვნელოვან წყაროდ გვევლინება. შავ ზღვაზე არსებული უმსხვილესი პორტი - კონსტანცა - რუმინეთშია. მდინარე დუნაის სათავე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკვანძო ეკონომიკური და სავაჭრო არტერიის ფუნქციას ასრულებდა, შავი ზღვის აკვატორიაში მდებარეობს. შავი ზღვა ასევე ევროპისა და აზიის მნიშვნელოვანი დამაკავშრებელი კვანძია. მაშინ, როდესაც ორივე კონტინენტი ცდილობს ერთმანეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო კავშრების დამყარებას, შავი ზღვის რეგიონი იმაზე უფრო კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე ოდესმე ჰქონია” - წერს ლუკ კოფი.