27-03-2020
დილიდან სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება ქალაქ ლანჩხუთის ტერიტორიაზე.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები ქალაქში სასურსათო მაღაზიებთან, აფთიაქებთან, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან, ბანკებთან ტერიტორიებს სპეციალური ხსნარით ამუშავებდნენ.
ყოველდღიურად დეზინფექცია უტარდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
როგორც სადეზინფექციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკა წულაძემ განაცხადა, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისი ხსნარით მუშავდება ყველაფერი, რასთან შეხებაც მოსახლეობას ყოვედღიურად უხდება.