27-03-2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „წითელი ჯვრის“ ლანჩხუთის ფილიალის წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტში შექმნილმა მოხალისეთა ჯგუფმა, სხვადასხვა ობიექტებთან შეკრებილ მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდეს. განსაკუთრებული ყურადღება „ლიბერთი ბანკის“ ტერიტორიაზე გამახვილდა. რადგან ამ ბანკის მომსახურებით ძირითადად რისკ ჯგუფის ადამიანები სარგებლობენ.
მოხალისეებმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესახებ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდეს, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID – 19 გავრცელების რისკი.