გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს

27-03-2020

აჭარაში ინფრასტრუქტურული, საგზაო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ე.წ. ოცნების ქალაქის სამშენებლო ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის საძირკვლის არმირება ხორციელდება. სამუშაოებში დაახლოებით 70 ადამიანია დასაქმებული.

მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად გაეცნო.

თორნიკე რიჟვაძე პროექტის მიმდინარეობით და პანდემიის ფონზე დასაქმებულთა უსაფრთხოების საკითხით დაინტერესდა.

„აჭარაში ე.წ. ოცნების ქალაქის, საგზაო ინფრასტრუქტურის და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების მშენებლობა გრძელდება. მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ნორმები და რეკომენდაციები. არსებული პროექტები მნიშვნელოვანია აქ დასაქმებულებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. პანდემიასთან დაკავშირებით მაქსიმალურად იქნება გატარებული ყველა პრევენციული ზომა, ამავე დროს გაგრძელდება რეგიონში მიმდინარე პროექტები. ყველა ერთად შევძლებთ გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ