გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხობში მრავალშვილიანი და მარტოხელა მოქალაქეებისთვის სასურსათო პროდუქტის გაცემა მიმდინარეობს

27-03-2020

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 200 მრავალშვილიანი და მარტოხელა ოჯახი პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტს მიიღებს. მათ, სასურსათო კალათას მერიის წარმომადგენლები სახლში მიუტანენ.

პროდუქტების გაცემის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილე ლუდუკ ხასია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.

სასურსათო პროდუქტის გადაცემა ბიზნესმენ თამაზ ბასარიას მხარდაჭერით განხორციელდა. სახელმწიფო რწმუნებულმა მას მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა. ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოსთან ერთად პროცესში ჩაერთო ბიზნეს სექტორი.

ამავდროულად ხობის მერია საკუთარი სახსრებით დამატებით 1000-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს სასურსათო პაკეტს გადასცემს. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხობის მსგავსად სოციალურად დაუცველებისა და რისკ ჯგუფის მოქალაქეებისთვის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტის გაცემა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება.