გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

არჩილ ჯაფარიძე :საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და მუნიციპალიტეტებში სამუშაოები აქტიურად უნდა გაგრძელდეს

28-03-2020

 

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც  რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე უძღვებოდა.

 

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სხდომა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერებმა, საკრებულოს თავმჯდომარეებმა და მათმა მოადგილეებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე და აღინიშნა, რომ შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს განხორციელების პროცესი.

აგრეთვე, განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

 

✔️2020 წელს რეგიონეში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ;

✔️2020 წელს გამოყოფილი თანხების ლიმიტების ზემოთ დასამტკიცებელი დამატებითი პროექტების შსესახებ;

✔️2019 წლის გარდამავალი პრობლემური პროექტების შესახებ;

✔️დაბა ლენტეხში ლ. მუსელიანის სახელობის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის შესახებ;

✔️რეგიონის მასშტაბით, წყალსადენების საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით.

 

როგორც არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა,საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და მუნიციპალიტეტებში სამუშაოები აქტიურად უნდა გაგრძელდეს