28-03-2020
ქალაქ მარნეულში მკაცრი საკარნტინო რეჟიმის პირობებში, წყალმომარაგების კომპანიის მარნეულის სერვის-ცენტრის ტექნიკური ჯგუფები და საავარიო ბრიგადები ყველა ჰიგიენური წესის დაცვითა და რეკომენდაციის გათვალისწინებით სამუშაოებს შეუფერხებლად აგრძელებენ.
ჩვენს თანამშრომლებს ყოველდღიურად,24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა.
მარნეულის სერვის ცენტრის ტექნიკური განყოფილების უფროსის, როვშან ბაბაქიშიევის ხელმძღვანელობით, ყოველდღიურად ხორციელდება წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების და ქსელის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი.
ასევე, ჯგუფი მუდმივ რეჟიმში გადის საავარიო ადგილებზე დაზიანებების აღმოსაფხვრელად, რათა მარნეულის მოსახლეობას წყალი სტაბილურ რეჟიმში, შეუფერხებლად მივაწოდოთ.