გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვლადიმერ ბოჟაძე: საქართველო რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მაგალითია მთელ მსოფლიოში, გვარამია იწუნებს

29-03-2020

 

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის დირექტორის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა საკუთარი ქვეყნისა და ექიმების წინააღმდეგ ღია ცეცხლი გახსნეს.

 „ძალიან სამწუხაროა რომ „ნაცმოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ღია ცეცხლი გახსნეს საკუთარი ქვეყნისა და ექიმების წინააღმდეგ. იარაღი როგორც ყოველთვის დეზინფორმაცია, ცილისწამება და პანიკის დათესვის მცდელობა. საქართველო რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მაგალითია მთელ მსოფლიოში, გვარამია იწუნებს.  მადლობა ყველას ვინც ასე დაუღალავად იბრძვის კორონავირუსის წინაამდეგ, მთელი საქართველო მხარს გიჭერთ, ხოლო მათ ვინც ასევე დაუღალავად ებრძვით საკუთარ ხალხს და ქვეყანას დღესაც დაგამარცხებთ, ხვალაც და 2020 წლის 31 ოქტომბერსაც“-განაცხადა ბოჟაძემ.