გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ონის მერმა სასურსათო მაღაზიების მონიტორინგი განახორციელა

29-03-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერი, ემზარ საბანაძე სასურსათო მაღაზიებში ფასებისა და სურსათის მარაგის მონიტორინგს აგრძელებს.

მონიტორინგის ფარგლებში ემზარ საბანაძე, მოხალისეებთან და მერის წარმომადგენელთან ქ.ონში ლევან შერაზადიშვილთან ერთად სასურსათო მაღაზიებში იმყოფებოდა, ვითარებას გაეცნო, პერსონალს რეკომენდაციები კიდევ ერთხელ გააცნო და მათი ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდა. ასევე, ხალხმრავლობის პერიოდში რიგებისა და სოციალური დისტანციის დასაცავად მოხალისეების ჩართვა შესთავაზა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, სურსათის მარაგის და ფასებთან დაკავშირებით სიტუაცია უცვლელია და ამ მხრივ არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, სასურსათო მაღზიების ნაწილს ჰიგიენის და უსაფრთხოების დაცვის კუთხით არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად მკაცრი გაფრთხილება და გონივრული ვადა მიეცა.

"სასურსათო მაღაზიებში მომსახურების წესის, ჰიგიენის დაცვის, ფასებისა და სასურსათო მარაგის კონტროლის მიზნით მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება"-აცხადებენ ონის მერიაში.