გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"მომავალი 3-4 კვირა საფრთხილო და საგანგაშო იქნება"

30-03-2020

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის კრიტიკული ფაზის მსუბუქად გადასატანად საზოგადოების მხრიდან ყველა რეკომენდაციისა და რეჟიმის მკაცრი შესრულებაა საჭირო.

გამყრელიძის პროგნოზით, რამდენიმე კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა გარდაუვალი იქნება.

"დღეს ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევბის დიდი რაოდენობის გამოვლინება არ არის ფიქსირებული, მაგრამ როგორც წესი დააავდების გამოვლენიდან მე-5, მე-6, მე-7, მე-8-კვირაში უკვე მოსალოდნელია პიკი და როდესაც ქვეყანაში შიდაგავრცელებაა ეს არის უკვე განგაშის სიგნალია. ამიტომ ჩვენთვის მომავალი 3-4 კვირა ძალიან საფრთხილო და საგანგაშო იქნება. შემთხვევბის მატება, რომ იქნება ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ როგორმე შემთხვევების ნახტომისებრი მატება არ იყოს. ამიტომ არის ყველა ზომების გამკაცრება საჭირო და საგანგებო მდგომარეობის ნორმების დაცვა აუცილებელი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ გადაცემაში "ახალი კვირა".

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა, ამ დრომდე ქვეყანაში დაავადების 91 ფაქტია დაფიქსირებული, მათგან 18 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. განკურნებულ პირებს შორის ორი ბავშვია.

COVID-19-ის პრევენციის მიზნით, საქართველოში 21 მარტს ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს. ქვეყნის ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინე რეჟიმია ამოქმედებული.

pia