გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ქალის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა

30-03-2020

დღეს გახდება ცნობილი, აქვს თუ არა კორონავირუსი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტს.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ლალი დარახველიძემ განაცხადა, შუახნის ქალის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია და პასუხი დღეს გახდება ცნობილი.  

"აფხაზეთიდან შემოყვანილი ქალის ჩივილებია ცხელება, ხველა. ამჟამად, მდგომარეობა სტაბილურია, გაგზავნილია ანალიზი ლაბორატორიაში კვლევის მიზნით.

პაციენტი არ აღნიშნავს ვინმესთან კონტაქტს, ორნი მოდიოდნენ, ერთი გადაიყვანეს სოხუმის საავადმყოფოში, მეორე გადმოყვანილია ჩვენთან,"- ამბობს ლალი დარახველიძე. 

ოკუპირებული აფხაზეთიდან პაციენტი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წუხელ შეიყვანეს. 

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი ადამიანი მკურნალობს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აქვეა მოთავსებული კიდევ ერთი პაციენტი, თუმცა მას საეჭვო სიმპტომები არ აქვს.

rustavi2