გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

USAID-მა ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით სურსათის ეროვნულ სააგენტოს ფერომონები გადასცა

30-03-2020

აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, USAID/საქართველომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს 104 ათასი ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი) გადასცა. მონიტორინგის სისტემები მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსდება, ხოლო სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებისა და აჭარის 500 სოფელში, ე.წ. „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდება.

USAID-ის „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) ხელმძღვანელის გიორგი მანაგაძის განცხადებით, მონიტორინგის მეშვეობით შესაძლებელია მავნებლის დროული იდენტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს მოსავლის დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა USAID-ის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

ფაროსანას მონიტორინგისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი-ამერიკული კომპანია „ტრესეს“ წარმოებული ფერომონები გამოიყენება.