პარასკევი, ივნისი 20, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
რუსთავში საშაურმეს თანამშრომელს თავს დაესხნენ

12-02-2018

საშაურმეს თანამშრომელს თავს დაესხნენ. შემთხვევა რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტში ღამის 2:00 საათზე მოხდა.
უცნობი პირი საშაურმეში შევიდა და მომსახურე პერსონალს, 22 წლის მამაკაცს, თავში ქვა ჩაარტყა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული. დაშავებული კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ამ დროისთვის პაციენტი ბინაზეა გაწერილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პირი იდენტიდფიცირებულია, თუმცა ამ დრომდე არ დაუკავებიათ.  სამართალდამცავებმა ობიქეტიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც ამოიღეს.

"ინფორუსთავი"