გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გურიაში ავარია მსხვერპლით დასრულდა - ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

30-03-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყალწმინდასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

ერთმანეთს "ტოიოტასა" და "ოპელის" მარკის ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც, "ოპელის" მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

"ადგილზე მისულებს დაგვხვდა ერთი დაზარალებული და ერთი გარდაცვლილი. დაზარალებულს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მისი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და ამიტომ მან უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე," - განაცხადა სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმმა ქრისტინა დანელიამ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით.

რუსთავი2