გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დავით სერგეენკო- მე თვითონ უნდა მევლო რეგიონებში და განმემარტა მედიკამენტების პროგრამის მნიშვნელობა

12-02-2018

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ მედიკამენტების პროგრამით მოსარგებლე ადამიანების რიცხვი მცირეა. როგორც სერგეენკომ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, ამის მიზეზი ბიუროკრატიული ბარიერები და საინფორმაციო კამპანიის ხარვეზებია.

”14 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით, თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია. მუდამ გვქონდა ეს კითხვები, რომ შესაძლებლობა ამ პროგრამით სარგებლობის აქვს ბევრად მეტს, თუმცა სარგებლობს ძალიან ცოტა. რისკების შეფასება გავაკეთეთ რამდენიმე მიმართულებით: ხომ არ იყო ადმინისტრირების ბარიერები ანუ რთული ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა ხომ არ უწევდა პაციენტს მედიკამენტების საყიდლად. ვნახეთ, მაგრამ არა დომინანტი პრობლემა, რომელსაც

მოევლება. კერძოდ, ეს არის ელექტრონულ რეცეპტზე გადასვლა, როდესაც პაციენტს ქაღალდის წაღებაც კი არ დასჭირდება, ანუ ადმინისტრირება გაძლიერდება. მეორე მხარე რამაც ასეთი დაბალი რიცხვი გამოიწვია, არის საინფორმაციო კამპანიის ხარვეზი. მე თვითონ უნდა მევლო, ალბათ, რეგიონებში და მე თვითონ უნდა განმემარტა ამ პროგრამის მნიშვნელობა”, - განაცხადა სერგეენკომ.

mkurnali.ge