გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პენიტენციური დაწესებულებების 780 თანამშრომელი საპატიმროებში იცხოვრებს

30-03-2020

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში სიახლე ეხება საქართველოს საპატიმროებსაც.

მინისტრის თქმით, შერჩეულია პენიტენციური დაწესებულებების 780 თანამშრომელი, რომელიც მომდევნო კვირის განმავლობაში საპატიმროების შენობებში იცხოვრებს.

„როგორც ვნახეთ, ვირუსი ახალ ეტაპზე გადავიდა და ჩვენც გადავდივართ მასთან ბრძოლის ახალ ფაზაში. შესაბამისად, საქართველოს საპატიმროებიც გადადის მართვის ახალ ეტაპზე. კერძოდ, ჩვენ ის მოდელი შევიმუშავეთ, რაც საპატიმროების სისტემისთვის ჩვეულებრივ დროს არ არის ბუნებრივი. შერჩეული იქნა 780 თანამშრომელი, რომელიც გუშინ გამოცხადდა სამსახურში, საპატიმროების ტერიტორიაზე, სადაც ჩვეულებრივ დროს მუშაობენ, ანუ პერიმეტრის შიგნით. ისინი მომდევნო კვირის მანძილზე აღარ წავლენ შინ.

780 თანამშრომელი იცხოვრებს საპატიმროების შენობებში, ამ ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიების დატოვების გარეშე იმისთვის, რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს იმის განცდა არ ჰქონდეთ, რომ გარედან რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი მოახდენს ვირუსის შეტანას შიგნით. ეს არის უჩვეულო, უპრეცედენტო ნაბიჯი, რაც გადადგა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა“ ,- განაცხადა  თეა წულუკიანმა და აღნიშნულ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში მინდა, ამ 780 თანამშრომელს დიდი მადლობა ვუთხრა, რადგან მათ ნებაყოფლობით მიიღეს გადაწყვეტილება, ოჯახები დროებით დატოვონ, 24 საათიან მორიგეობაზე გადავიდნენ. ანუ 400-ზე მეტი ადამიანი იქნება თითო ცვლაში, შემდეგ დაისვენებს საპატიმროს ტერიტორიაზე მათთვის სპეციალურად შექნილ ყაზარმულ სივრცეში. მათ ექნებათ სამჯერადი უფასო კვება და ის უფლებები, რაც პატიმარს არ აქვს, რადგან ისინი არ არიან თავისუფლება აღკვეთილი პირები.

მათ გაეწევათ ფინანსური შეღავათი, რათა მუშაობის ამგვარი განსაკუთრებული რეჟიმი ნაწილობრივ მაინც დაკომპესირდეს. მადლობა მინდა ვუთხრა პენიტენციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, რადგან სულ ორ დღეში, წარმოუდგენელი ტემპით მოხდა საყაზარმე სივრცეების აღჭურვა და საძინებლების მოწყობა ჩვენი თანამშრომლებისთვის“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა პატიმრებსაც მიმართა: „პატიმრებს მინდა მივმართო და ვთხოვო, მოუფრთხილდნენ 780 თანამშრომელს, რომელთაც ნებით გადაწყვიტეს, მათთან ერთად საპატიმროში ცხოვრება მომდევნო კვირეების განმავლობაში, პატივი სცენ მათ და თუ ჩვეულებრივ დროს გვქონდა ჩვენი თანამშრომლების შეურაცხყოფის ფაქტები, მომდევნო კვირებში მაინც თავი შეიკავონ ამ თანამშრომლების მიმართ ნებისმიერი სახის აგრესიისგან, რადგან ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სხელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დათანხმდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე არაერთი დღის მუდმივ რეჟიმში ცხოვრებას“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

1tv.ge