12-02-2018
ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა, განუცხადა ერთ-ერთმა თვითმხილვემა „sputnik საქართველოს".
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა დროულად შეძლო.
თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სახანძრო ბრიგადამ ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად შეძლო.
როგორც „Sputnik–საქართველოს" შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.