გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: შეიქმნა ოპერატიული მართვის შტაბი, რომელიც იმუშავებს 24 საათის განმავლობაში

30-03-2020

ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, უკვე შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს პარალელურად და მის ქვემოთ, შეიქმნა ოპერატიული მართვის შტაბი. ოპერატიული მართვის შტაბი იქნება 24 საათის განმავლობაში მომუშავე უწყება, რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს იმ გადაწყვეტილებების შესრულებას, რომელიც განხორციელდება და იქნება მიღებული, უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპერატიული მართვის შტაბი ასევე, მონაწილეობას მიიღებს აღნიშნული გადაწყვეტილებების მომზადებაში, საინფორმაციო მომზადებაში და ასევე, ანალიტიკური მასალებით მომზადებაში.

„მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ვუთხრა, რომ მსგავსი შტაბი შეიქმნება ყველა რეგიონში და ჩვენს მოქალაქეებს უახლოეს პერიოდში, დღესვე, ექნებათ სრული ინფორმაცია, ვინ არის ამ შტაბის ხელმძღვანელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შტაბები იქნებიან ადგილზე უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განმახორციელებლები და ამასთან ერთად, კოორდინაციას გაუწევენ იმას, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ფუნქციონირება, ეკონომიკამ გააგრძელოს ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის და საკმაოდ მძიმე კარანტინის პირობებშიც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამ შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულება და რაც მთავარია, ამ შეზღუდვებში თანამშრომლობა სახელმწიფოს, მოქალაქეს და ამ ქვეყნის ნებისმიერი სოციალური ჯგუფის, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ, ის შედარებით წარმატებული გამოწვევაზე პასუხი, რაც აქამდე გვქონდა, გავაგრძელოთ.
„მე მინდა, თითოეულმა ჩვენგანმა გაიაზროს ერთი რამ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს საქართველოში არის 100 ინფიცირებული და დაგვეწყო შიდა გადაცემა, მხოლოდ 3 შემთხვევა გვაქვს ამ შიდა გადაცემის. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო სრულად აკონტროლებდა საზღვრებს, მათ შორის კარანტინის ზონებით. ჩვენ ამ იმპორტირებულ კონტროლს, რა თქმა უნდა, ინფიცირების, გავაგრძელებთ, მაგრამ პროცესი, რომელიც ეხება შიდა გადაცემას, ეს არის უაღრესად დიდი საფრთხის შემცველი. ეს ის შემთხვევაა, რომლის კონტროლიც მხოლოდ სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, უბრალოდ შეუძლებელია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თანამშრომლობას, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, სახელმწიფოს ინტიტუტებს, მოქალაქეებსა და სამოქალაქო სექტორის თითოეულ წარმომადგენელს შორის აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.