გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გურჯაანში ერთი და იგივე მაღაზია მესამედ გაქურდეს

15-11-2017

გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე, N48-ში მდებარე მაღაზია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მესამედ გაქურდეს. პირველად, აგვისტოში მომხდარი ქურდობისას მაღაზიიდან 1000 ლარი და სწრაფი ჩარიცხვის სამაგიდო აპარატი წაიღეს. მეორე ქურდობისას მაღაზიიდან სურსათი გაიტანეს, მესამედ რამდენიმე ათეული კოლოფი სიგარეტი და ყავა.

2016 წლის ზაფხულში ამავე მაღაზიის წინ მდგარი „საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიც მოიპარეს. აპარატი მიწაში დაახლოებით ნახევარ მეტრზე რკინებით იყო დამონტაჟებული, თუმცა ქურდებმა მოთხარეს და მისი წაღება მაინც შეძლეს. ქურდობიდან მეორე დღეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ქალაქგარეთ, ნაკვეთებში იპოვეს დამწვარი და გატეხილი. ფული წაღებული იყო. გასულ წელს, ამავე ქუჩაზე „საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის კიდევ 2 აპარატი გატეხეს, რის შემდეგაც ბანკმა 9 აპრილის ქუჩაზე განთავსებული ყველა აპარატი მოხსნა და სხვა ადგილას გადაიტანა.

9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებთა ინფორმაციით, ქურდობის თითქმის ყველა ფაქტის დროს გარეგანათება გამორთული იყო.

ქურდობის ფაქტებზე შსს-მ გურჯაანის სამმართველოში გამოძიება დაიწყო, მაგრამ არც ერთი საქმე არ არის გახსნილი. დაზარალებულებს პოლიციაში განუცხადეს, რომ ეჭვმიტანილი არ ჰყავთ.


წყარო: reginfo