გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რომან გოცირიძე: მთავრობა მეტ ინფორმაციას ფლობას, ამიტომ უნდა ვენდოთ

31-03-2020

მთავრობა უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს, ვიდრე ჩვენ, ამიტომ როგორც ჩანს ეს შეზღუდვები აუცილებლობით იყო გამოწვეული და ამიტომ ჩვენ უნდა ვენდოთ მათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს ხელისუფლება უკეთ ახსნის. „იმედია ისინი ამას კიდევ უკეთესად ახსნიან. ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ საზოგადოების ერთ ჯგუფს ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა. ისინი საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონს პერმანენტულად არღვევდნენ“, - აღნიშნა გოცირიძემ.

თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე ადამიანთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ. ასევე, ადგილზე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

საქართველოში კორონავირუსის 103 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 20 ადამიანი განიკურნა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი- საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

imedinews.ge