გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კორონავირუსი დაამარცხა

31-03-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომუნიკაციის დეპარტამენტის განცხადებით, სამკვირიანი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, მინისტრის მოადგილე საჩხერის საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს, საავადმყოფო დატოვა ბატონი იურის ორმა შვილმაც, რომლებიც ასევე ინფიცირებულები იყვნენ კორონავირუსით.

მინისტრის მოადგილე, დადგენილი წესის თანახმად, ორკვირიან თვითიზოლაციაში იქნება. შემდეგ კი, ჩვეული რეჟიმით გაააგრძელებს მუშაობას.

„დღეს სამივე ჯანმრთელი ვართ და, დადგენილი წესის შესაბამისად, ვიმყოფებით ორკვირიან თვითიზოლაციაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საჩხერის საავადმყოფოს მედპერსონალს. განსაკუთრებული მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის, რომლებიც მთავრობასთან კოორდინაციით, ყველაფერს აკეთებენ, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ქვეყანაში ახალი ვირუსით გამოწვეული რისკები. აქვე მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს - დაემორჩილეთ ქვეყანაში დადგენილ რეგულაციებს, გაუფრთხილდით თავს, გაუფრთხილდით ერთმანეთს და ამით გავუფრთხილდებით ჩვენს ქვეყანას. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“, - აცხადებს იური ნოზაძე.