გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მერსედეს ვერა მარტინი: კორონავირუსის გავრცელებამ საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა გააუარესა

31-03-2020

"ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემურმა გავრცელებამ უარყოფითი გავლენა იქონია ქართველი ხალხის ცხოვრებაზე და გააუარესა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა"-ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში მერსედეს ვერა მარტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ღონისძიებებს, რაც შეარბილებს არსებული შოკის გავლენას მოსახლეობაზე და ეკონომიკაზე.

"სსფ აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან, მიმდინარე პროგრამის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" ფარგლებში დამატებითი ფინანსური რესურსის მისაწოდებლად, რაც საჭიროა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ეკონომიკისა და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. შოკის გავლენის შესუსტებასთან ერთად, სსფ-ს დაფინანსება სხვა დონორების დაფინანსების წამახალისებელიც გახდება", - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.