გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ქალაქები, სადაც თავდაცვის ძალებმა სპეციალური გამშვები პუნქტები მოაწყო

31-03-2020

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. თავდაცვის ძალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე მოაწყო თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის, ზუგდიდისა და გორის ადმინისტრაციულ საზღვრებთან.

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის ტექნიკა და პირადი შემადგენლობა აღნიშნულ ქალაქებში გამთენიისას შევიდა. თბილისის, რუსთავისა და გორის საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები განლაგდებიან. ბათუმის, ქუთაისის, ფოთისა და ზუგდიდის გამშვებ პუნქტებს კი, დასავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები გააკონტროლებენ.

საქართველოს ქალაქებში მოწყობილ საკონტროლო პუნქტებზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები პირთა გადაადგილების კონტროლს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველად შემოწმებას, მოქალაქეთა თერმოსკრინინგს და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ.

საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან გაშლილია საველე კარვები, სადაც მოქალაქეებს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი პირველად სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებს. ადგილზე მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკა, რომელიც ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას უზრუნველყოფს.