გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ახალციხეში სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს ქართული წარმოების მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები დაურიგდათ

31-03-2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები ახალციხის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება.  სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ მოადგილეებთან ერთად ქალაქის მასშტაბით არსებული დიდი სუპერმარკეტები დაათვალიერეს და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

 სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სუპერმარკეტებში დასაქმებულ პერსონალს და „ალფა მარკეტის“ მოვაჭრეებს   კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდეს და საჩუქრად საქართველოში წარმოებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები გადასცეს.