გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ცესკო ამერიკული დახმარების ფარგლებში კიბერუსაფრთხოებას აუმჯობესებს

31-03-2020

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), საინფორმაციო ტექნოლოგიური უსაფრთხოების მხარდაჭერის მიზნებისთვის, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდისგან (IFES) დახმარებას მიიღებს.

IFES-ი საქართველოში მისი მოქმედების სტრატეგიული მიზნებიდან და მანდატიდან გამომდინარე, ახორციელებს ცესკოს სასერვერო ინფრასტრუქტურის განახლებას და ამ მიზნით გეგმავს შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. აღნიშნული დახმარების მიღების თაობაზე გადაწყვეტილება ცესკომ 30 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო.

დღეს ხელშეკრულებას ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, IFES-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქეთი მაისურაძემ და კომპანია „იუ-ჯი-თი“-ს წარმომადგენელმა ერმილე სულაძემ მოაწერეს ხელი.

სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, IFES-ი, კომპანია „იუ-ჯი-თი“-სგან ცესკოსთვის შეიძენს სერვერებსა და სასერვეროს გამართვა-აღჭურვისთვის საჭირო შესაბამის მოწყობილობებს. ასევე, განხორციელდება სასერვერო აპარატურის პროგრამული უზრუნველყოფა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი თანამშრომლების ტრენინგი.

ახალი სასერვერო ინფრასტრუქტურა ცესკოს შესაძლებლობას აძლევს კიდევ უფრო მაღალ დონეზე უზრუნველყოს კრიტიკული ინფორმაციის დაცვა და იმ ინტერნეტ სერვისების შეუფერხებელი და უსაფრთხო ფუნქციონირება, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებსა და არჩევნებში ჩართულ სხვა მხარეებს სთავაზობს.

საარჩევნო ადმინისტრაციის სათანადო საინფორმაციო ტექნოლოგიური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და თანამშრომლების კიბერუსაფრთხოების და კიბერჰიგიენის მიმართულებით გადამზადება ხორციელდება საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის პროექტის - „საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში“ (EPPS) ფარგლებში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით.

კიბერუსაფრთხოების და კიბერჰიგიენის მიმართულებით პერსონალის გადამზადებასა და ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის განახლებაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასა და USAID-ის და IFES-ის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში შედგა. 10 იანვარს ცესკოში გამართულ შეხვედრაზე მხარეები 2020 წლის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ.

თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესება/დახვეწის მიმართულებით, შექმნილი აქვს ინფორმაციული უსაფრთხოების შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რითაც ხელს უწყობს არსებული საარჩევნო პროცესების უწყვეტად წარმართვას და ინფორმაციის სათანადო დაცვას, უზრუნველყოფს ტექნიკური საშუალებების გამართულად ფუნქციონირებას და ინფორმაციული აქტივობის მთლიანობას, ხელმისაწვდომობასა და კონფიდენციალურობას. აღნიშნული მიმართულებით საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან აქტიური თანამშრომლობა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობას აძლევს კიდევ უფრო დახვეწოს საკუთარი საქმიანობა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით როგორც საარჩევნო ისე არასაარჩევნო პერიოდში.