12-02-2018
ბობოყვათის ცენტრალურ გზაზე ავტოავარია მოხდა, შედეგად ორი ავტომობილი დაზიანდა, მათ შორის ერთ-ერთი ავტომანქანა პოლიციის საკუთრებაა.
შეჯახების შედეგად დაზიანდა ოთხი მოქალაქე, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ ერთ-ერთი დაშავებული პოლიციის თანამშრომელია.
თვითმხილველები ყვებიან, რომ პოლიციის თანამშრომლები წინ მიმავალი ავტომანქანის გადასწრებას ცდილობდნენ, ამ დროს კი შემხვედრ ავტომობილს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.