გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ცერცვაძე: ვირუსის გავრცელება სურსათზე თეორიულად შესაძლებელია, თუმცა ალბათობა დიდი არაა

1-04-2020

ვირუსის გავრცელება სურსათზე თეორიულად შესაძლებელია, თუმცა ალბათობა დიდი არაა-ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

” რაც შეეხება ზედაპირებზე და ჰაერში გავრცელებას, ეს არის წვეთოვანი ინფექცია. ამოფრქვეული ვირუსის ნაწილაკები შეწვეთილია შხეფებში, რომელთა დიამეტრიც 5 მიკრონზე მეტია, და ამიტომ ის ჰაერში „ვერ დაფრინავს“. ის დიდხანს ვერ რჩება ჰაერზე და ვერ ვრცელდება დისტანციაზე. სწორედ ამიტომ არის საჭირო სოციალური დისტანციის დაცვა.

კორონავირუსი არ არის ჰაეროვანი ინფექცია, ეს არის წვეთოვანი, შხეფებით უნდა გავრცელდეს, ან დაბინძურებული ზედაპირით.

სურსათთან მიმართებით, თეორიულად შესაძლებელია, თუ მოვიდა მომხმარებელი მარკეტში და დაცააცემინა ან დაახველა, ამოაფრქვია ეს შხეფები და მოხვდა სურსათზე, შესაძლებელია ვირუსის გავრცელება თეორიულად, თუმცა ამის ალბათობა დიდი არ არის”-ამბობს ცერცვაძე.

ipress