გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმში შემავალ და გამავალ გზებს დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადა აკონტროლებს

1-04-2020

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ქალაქ ბათუმის 3 ლოკაციაზე მოაწყო გადაადგილების, კონტროლისა და შეზღუდვის პუნქტები, სადაც გაშლილია საველე და სამედიცინო კარვები.

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. სამხედრო მედპერსონალის მიერ ხორციელდება მოქალაქეებისთვის ტემპერატურის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენა.

სამხედროები, ასევე მოქალაქეებს ახალი კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევენ და მათ ავტომობილებს სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების შემდეგ, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შვიდ ქალაქს აკონტროლებენ.