გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ემზარ საბანაძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებზე მომუშავე ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა

1-04-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მერმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ყოველკვირეული ანგარიში მოისმინა.

როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლის 31 მარტს გამოკვლევებზე გადაყვანილ მოქალაქეს ვირუსი არ დაუდასტურდა, შესაბამისად ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში არ იმყოფება არც ერთი პირი.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრები ყოველკვირეულ რეჟიმში იმართება.