გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სადახლოზე და ნინოწმინდაში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

12-02-2018

 საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, 11,920 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული საქონელი სომხეთის მოქალაქის, ა.ლ-ს ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

11 თებერვალს, ჯამში, 10,600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის კიდევ ორი ფაქტი აღიკვეთა საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ნინოწმინდა“ და ,,სადახლო-საავტომობილო“. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული საქონელი სომხეთის მოქალაქეების, ა.კ-სა და ა.ჰ-ს კუთვნილი ავტომანქანისა და ფიზიკური  დათვალიერებისას აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს,  ა.კ-ს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა. სამართალდამრღვევ მოქალაქის, ა.ჰ-ს  საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.