გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: მოვახდენთ ყველას იდენტიფიცირებას, ვინც სამსახური დაკარგა - ჩვენ მოვახერხებთ მათ დახმარებასაც

2-04-2020

ჩვენ ტურისტულ სფეროში მოქმედ სუბიექტებს 3 თვით გადავუვადეთ დღგ-ს გადახდა და სახელმწიფო მზად არის, დახარჯოს 100 მილიონი ლარი მათ მხარდასაჭერად, მაგრამ ეს უკვე არ არის საკმარისი და ყველას კარგად გვესმის, რომ ეს სექტორი 3 თვეში ვერ აღდგება. ჩვენ რეალურ დროში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ბევრი სხვადასხვანაირი შეფასება მოვისმინე, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც მოიხმარს 200 კილოვატსაათამდე ელენერგიას და 200 კუბურ მეტრამდე გაზს, 3 თვით სრულად თავისუფლდება კომუნალური გადასახადისგან. ეს ეხება 1, 2 მილიონ აბონენტს, როდესაც ჯამურად ქვეყანაში გვყავს 1,8 მილიონი აბონენტი, რაც 2/3-ზე მეტია. ბუნებრივი აირის მილიონამდე აბონენტია და პირდაპირ ვეხმარებით 650 ათას აბონენტს. ყველაფერი მოვსინჯეთ, მსგავსი ნაბიჯი არის სოციალური მხარდაჭერის ყველაზე სამართლიანი შესაძლებლობა“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განმარტებით, იდეალური არაფერი არსებობს, ხარვეზები ყველა შემთხვევაშია და ამ მიმართულებით მუშაობას გაგრძელდება.

„არის ბევრი ადამიანი რამდენიმე ბინით, მაგრამ ვესაუბრეთ მომსახურების ყველა მიმწოდებელს და შექმნილია პროგრამა, რომელიც ყველა პატიოსან მოქალაქეს აძლევს საშუალებას, უარი თქვას ამ დახმარებაზე, თუ მას ეს არ სჭირდება და ეს მოხმარდება სხვა ადამიანებს. დამიკავშირდნენ ამ თემაზე ადამიანები, რომლებიც 200 კილოვატამდე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, მაგრამ მსგავსი მხარდაჭერა არ სჭირდებათ. ეს ერთსულოვნება მისასალმებელია და ამ შესაძლებლობას ჩვენს მოქალაქეებს მივცემთ. იყო კითხვები, ვინც მარტის გადასახადი გადაიხადა, როგორი მიდგომა იქნება მათთან მიმარტებაში. რა თქმა უნდა, სახელმწიფო მათ ამ გადასახადს დაუსუბსიდირებს და მათ მიერ გადახდილი თანხა შემდგომ პერიოდში გადავა. ელექტროენერგიის მოხმარება გამოდგა ყველაზე ობიექტური შეფასება იმ სოციალური დონის მოსახლეობისა, რომელსაც დღეს დახმარება სჭირდება. ეს საკმარისი არ არის და მოგვიწევს ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, რომელიც იღებდა ხელფასს, იხდიდა გადასახადებს და სამსახური დაკარგა. ჩვენ მათთვისაც მოვახერხებთ დახმარებას, ამაზე ვმუშაობთ და ასეთი დახმარება იქნება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.