გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

middle east institute: საქართველოს ოფიციალურ პირებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონა ვირუსის დასამარცხებლად ოპერატიულად განხორციელებული ზომებისთვის აქებს

2-04-2020

„საქართველოში ახალი კორონა ვირუსით ინფიცირების ტემპი ჯერ კიდევ შედარებით დაბალია. ქვეყნის ოფიციალურ პირებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქებს ვირუსის დასამარცხებლად ოპერატიულად განხორციელებული ზომებისთვის“- წერს middle east institute სტატიაში „შავი ზღვა და ახალი კორონა ვირუსი“.

სტატიის ავტორი ჯორჯ ვისანი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში ახალი კორონავირუსის გამო მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მოგზაურობაზე დაწესებულ აკრძალვებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოზე , რადგან დიდად არის დამოკიდებული ტურიზმზე.

„ამ სტატიის დაწერის მომენტში ახალი კორონავირუსით 115 დადასტურებული ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყნის ოფიციალურ პირებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქებს ვირუსის დასამარცხებლად ოპერატიულად განხორციელებული ზომებისთვის. სიფრთხილის გამოჩენის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ყველა მოგზაურს აუკრძალა ქვეყანაში შემოსვლა და მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან ფრენები დროებით შეაჩერა. მოგზაურობაზე დაწესებული აკრძალვები ახლა უკვე მთელს მსოფლიოში იქცა კრიზისთან ბრძოლის სტანდარტულ მეთოდად, თუმცა ამას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოზე, რადგან ის დიდად არის დამოკიდებული ტურიზმზე და ამ სექტორიდან ეროვნული ეკონომიკის ხელშეწყობაზე“ - წერს ავტორი.

როგორც ჯორჯ ვისანი აღნიშნავს, განსაკუთრებით მოწყვლადია რუსეთის მხარდაჭერით გამოყოფილი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები, სადაც ჯანდაცვის სისტემები შეიძლება დასუსტდეს ხანგრძლივი პანდემიის შედეგად.

„ამ რეგიონების აუღიარებელი პოლიტიკური სტატუსის გამო, საერთაშორისო დახმარებაზე წვდომა შეზღუდულია. სამედიცინო მასალებით ოკუპირებული აფხაზეთი მოამარაგეს საერთაშორისო პარტნიორებმა, თუმცა საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ რეგიონების დახმარების შესაძლებლობა გართულებულია წლების განმავლობაში ძალიან შეზღუდილი კავშირის და რუსეთის აგრესიის გამო. საბედნიეროდ, ამ ფაქტორმა არ შეუშალა ხელი რუხის გენერალური საავადმყოფოს გახსნას აფხაზეთთან გამყოფი ხაზის რამდენიმე კილომეტრის სიახლოვეს. არც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის შეუშლია ხელი ბოლოდროინდელი ოფიციალური განცხადებისას, როდესაც ბრძანა „ყველაფერს გავაკეთებთ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად.” საერთაშორისო თანამეგობრობა რეგიონში რუსეთის ჩართულობას უნდა დააკვირდეს, რადგან ის კრიზისს მართავს საკუთარი საზღვრების შიგნით” - ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ახალი კორონავირუსი მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში იქნება შავი ზღვის რეგიონის ბედის განმსაზღვრელი კრიზისი და მისი მნიშვნელობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და სამხედრო კრიზისებს ჰქონდათ. რეგიონის გამძლეობას ისეთი გამოცდა ჩაუტარდება, რომელიც აქამდე არასოდეს განუცდია და მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ეფექტი სავარაუდოდ იმაზე დიდხანს გასტანს, ვიდრე თავად პანდემია.

https://www.mei.edu/publications/black-sea-and-covid-19