გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რუსთავის მერია საკუთარი პიარისთვის 160 ათას ლარს დახარჯავს

13-02-2018

ქალაქ რუსთავის მერიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მედიით გავრცელებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 160 000 ლარი დაიხარჯება. ტენდერში გამარჯვებული „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“ ყოფილ პარლამენტარს როლანდ მგალობლიშვილს ეკუთვნის.

მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, რომელიც 2018 წლის 25 იანვარს დასრულდა, მისმა ერთადერთმა მონაწილემ - სააქციო საზოგადოება „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ“ გაიმარჯვა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 5 თებერვალს გაფორმდა.

ხელშეკრულების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 1 წლის განმავლობაში უნდა მოახდინოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით, სიუჟეტების და ვიდეორგოლების დამზადება-განთავსება; მნიშვნელოვანი და აქტუალური თემების შესახებ გადაცემებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიწვევა; მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და სოციალური რეკლამის განთავსება; ასევე თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ გასულ გადაცემებში თვითმმართველობის თანამშრომლების პატივიღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა. 

აღსანიშნავია, რომ იგივე მიზნებისათვის რუსთავის მერიამ როგორც 2016, ისე 2017 წელს 180 000 ლარი, ანუ ორი წლის განმავლობაში 360 000 ლარი დახარჯა. ორივე შემთხვევაში მერიისთვის სარეკლამო მომსახურება „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ“ განახორციელა, რომელმაც ტენდერებში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა. 

„ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“ 1998 წელს შპს-ს ფორმით დაფუძნდა, შემდეგში კი სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. კომპანიის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა როლანდ მგალობლიშვილი, რომელიც 2002-2004 წლებში პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, მანამდე კი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. 

იმავე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია როლანდ მგალობლიშვილის მეუღლე ეთერ ჯოლიაც, ხოლო დირექტორის პოზიცია მათ შვილს გიორგი მგალობლიშვილს უკავია. 

როლანდ მგალობლიშვილი, რომელიც რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეა, შპს ტელეკომპანია მარნეულის 100 % წილის (საიდენტ N 416304127) მესაკუთრეცაა. გარდა ამისა, იგი მეუღლესთან ერთად არის ბიზნეს ცენტრ „სასტუმრო რუსთავის“ მფლობელიც. 

reginfo.ge