გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რუსთავის საკრებულოს წევრსა და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ

3-04-2020

რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მშობელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

დაინფიცირებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება კონტაქტებს - გავრცელებული ინფორმრაციით, ყველა მათგანი ნაპოვნია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. რუსთავის საკრებულო დაკეტილია. დაინფიცირებული რუსთავის საკრებულოს წევრი ბოლოს საკრებულოს სხდომაზე 27 მარტს იმყოფებოდა.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ჯღარკავას განცხადებით, საკრებულოს ყველა წევრი იზოლაციაში იმყოფება და იცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს.

"როდესაც ჩვენს კოლეგას ვირუსი დაუდასტურდა, მას შემდეგ მე და საკრებულოს ყველა წევრი თბითიზოლაციაში ვართ და ყველა იმ წესს ვიცავთ, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს. 

ინფიცირებული, ბოლოს პარასკევს, 27 მარტს იმყოფებოდა სხდომაზე," - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ჯღარკავამ. 

"როგორც კი შემოვიდნენ კონტაქტების გამო, მაშინვე იქნა მიტანილი ეჭვი, რომ შეიძლება, ყოფილიყო კორონავირუსით ინფიცირება. ამიტომაც შემოსვლის დღესვე გაკეთდა ანალიზი. ამ დილას გაკეთებული 14 ანალიზიდან  სამი აღმოჩნდა COVID დადებითი, დანარჩენი ყველა უარყოფითია.

ეს პაციენტები იზოლირებულად არიან მოთავსებული და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ. ხვალ კიდევ გაგრძელდება მათი კვლევები, გაკეთდება კომპიუტერული ტომოგრაფიაც და შემდგომში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ როგორ გაგრძელდება მკურნალობა. ამ წუთას მათი მდგომარეობა კრიტიკული არ არის," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ.

rustavi2