გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თამთა მეგრელიშვილი: ქართველი ხალხის ერთიანობას ამ ბრძოლის ველზე დღეს საკუთარი რესურსებით უერთდებიან მმართველი ძალის მთავრობისა თუ პარლამენტის წევრები

3-04-2020

ქართველი ხალხის ერთიანობას ამ ბრძოლის ველზე დღეს საკუთარი რესურსებით უერთდებიან მმართველი ძალის მთავრობისა თუ პარლამენტის წევრები. ისინი მზად არიან მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადაირიცხოს მათი ხელფასის 1/3,- ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მეგრელიშვილი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი უკვე შეიტანა ან სურვილი აქვს შეიტანოს ერთიან ბრძოლაში.

,,ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში ჩართული ადამიანების მმართველი პარტიისა თუ უშუალოდ მედ პერსონალის მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტურობა საერთაშორისო დონეზე შეფასდა და დაფასდა. თუმცა ამგვარი შეფასებაც არ აძლევს მმართველ ძალას მოდუნების საშუალებას და გამოწვევებთან ერთად ახალ ინიციატივასა და გეგმას კვლავ ახალი ინიციატივა თუ გეგმა ემატება. ქართველი ხალხის ერთიანობას ამ ბრძოლის ველზე დღეს საკუთარი რესურსებით უერთდებიან მმართველი ძალის მთავრობისა თუ პარლამენტის წევრები. ისინი მზად არიან მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადაირიცხოს მათი ხელფასის 1/3. საჭიროების შემთხვევაში ხელფასის გარდა დამატებითი წვლილის შეტანისათვისაც მზად არიან. ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რომელთა ოჯახებსაც აქვთ დამატებითი კომერციული შემოსავლები, სოლიდური თანხები უკვე გაიღეს ეპიდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. პროფესიონალიზმთან ერთად ამგავრი ერთიანობით,სოლიდარობით, ჩვენ, მოვიგებთ ომს! მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს,ვინც წვლილი უკვე შეიტანა ან სურვილი აქვს შეიტანოს ამ ერთიან ბრძოლაში. ჩვენ გავიმარჯვებთ“,- წერს თამთა მეგრელიშვილი.