გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"დახატე ისტორია“- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მოსწავლეებისათვის კონკურსს აცხადებს

3-04-2020

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სკოლის მოსწავლეებისათვის აცხადებს კონკურსს „ დახატე ისტორია“ - თემა: აჭარაში არსებული ისტორიული ძეგლი ან მუზეუმში დაცული ექსპონატი;

- ნამუშევარი უნდა შესრულდეს A4 ზომის თაბახის ფურცელზე;
- სურვილისამებრ შეარჩიეთ მასალა (ფანქარი, ფლომასტერი,საღებავი)
- ნახატს გადაუღეთ ფოტო (ნახატი აუცილებლად შეინახეთ), მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ნომერი და გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@ajaraheritage.ge ან სააგენტოს Facebook გვერდზე;
- ერთი პირის მიერ შესაძლებელია ერთზე მეტი ნამუშევრის გამოგზავნა;
- ნახატები პერიოდულად აიტვირთება სააგენტოს facebook გვერდზე: https://www.facebook.com/AjaraHeritage
- ნამუშევრების მიღება დაიწყება დღეიდან და დასრულდება მიმდინარე წლის 15 მაისს;
- კონკურსში გამარჯვებულებს სააგენტო გადასცემს სიგელებს და სამახსოვო საჩუქრებს

გისურვებთ წარმატებას!
#დარჩითსახლშიდაიაქტიურეთ!