გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი: „ქართული ოცნების“ სოლიდარობის აქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, როგორ იქმნება სახელმწიფო ინსტიტუტები

3-04-2020

„ქართული ოცნების“ ინიციატივა არის სოლიდარობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მასობრივი მოძრაობა არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წარმომადგენლების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურებიდან შესაბამის ფონდში გადარიცხვების თაობაზე არის კიდევ ერთი დასტური იმისა, როგორ იქმნება სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორ ძლიერდება ქვეყანა მსგავსი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში.

„მინდა გამოვეხმაურო „ქართული ოცნების“ ინიციატივას, პოლიტიკოსების მხრიდან, ისევე, როგორც პარლამენტარების მხრიდან, მთავრობის მხრიდან, მათი ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურებიდან შესაბამის ფონდში გადარიცხვების თაობაზე და, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ ეს არის სოლიდარობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მასობრივი მოძრაობა არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წარმომადგენლების.

ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, როგორ იქმნება სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორ ძლიერდება ქვეყანა მსგავსი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.