გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარიამ სოზარ სუბარს მსხვილ რეგიონულ ქალაქებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება დაავალა

3-04-2020

მინდა მივესალმო თბილისის მერის ინიციატივას, ქუჩებში ჩატარებული დეზინფექციის სამუშაოების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა რეგიონულ საკითხებში მრჩეველს, სოზარ სუბარს დაავალა, მსგავსი ღონისძიებები მსხვილ რეგიონულ ქალაქებშიც ჩატარდეს.

„მინდა მივესალმო თბილისის მერის ინიციატივას, ქუჩებში ჩატარებული დეზინფექციის სამუშაოების თვალსაზრისით. აბსოლუტურად სწორი ღონისძიებაა, მისასალმებელია და მინდა ბატონ სოზარს ვთხოვო, რომ მსგავსი ღონისძიებები მსხვილ რეგიონულ ქალაქებშიც რომ ჩატარდეს. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ, ეს არის ის მარტივი, სწორი ნაბიჯები, რითაც ჩვენ შეგვიძლია ამ ინფექციის გავრცელებას ხელი შევუშალოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.