გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია გაჩეჩილაძე: ეს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ღალატია

3-04-2020

უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება- მწვანეების“ თავმჯდომარე, გია გაჩეჩილაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ასეთი განსაცდელის დროს დეზინფორმაციის გავრცელებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ღალატია. „როცა შენი სამშობლო განსაცდელშია და ყველაფერი კეთდება, რომ ჩვენს მშობლებსა და შვილებს სიცოცხლე შეუნარჩუნდეთ, ამ ფონზე „პოლიტიკური ქულების“ დაწერის მცდელობა დეზინფორმაციის გავრცელებით, ხელისუფლებისა და ჩვენი გმირი ექიმების მიზანმიმართული დისკრედიტაციით, აღარ არის მხოლოდ უტიფრობა ან უზნეობა! ამას ერთი სახელი აქვს! - საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მტრობა!“

გია გაჩეჩილაძე იმედს გამოთქვამს, რომ ასეთ „პოლიტიკოსებს“ საქართველოში მომავალი აღარ ექნებათ! „კიდევ რა უნდა ჩაიდინონ, რომ დარწმუნდნენ, რომ „ბოროტებას საზღვარი არ გააჩნია?“

დეპუტატმა თავის განცხადებას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის გამონათქვამიც დაურთო, სადაც ნათქვამია:„ერთ-ერთი ცოდვა, რომელიც გააჩნია ადამიანს, არის უმადურობა. უმადურობა არ უყვარს არც ღმერთს და არც ადამიანს“.