გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქვემო ბოლნისში ადგილობრივებს პენსია დაურიგდათ

3-04-2020

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სოფელი ქვემო ბოლნისი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ადგილობრივებისთვის პენსიების დასარიგებლად სოფელში დღეს „ლიბერთი ბანკის“ ავტომანქანა შევიდა.

 

პენსიების დარიგების პროცესში სოციალური დისტანციის დაცვა სამართალდამცველებმა და მოხალისეთა ჯგუფებმა უზრუნველყო. ადგილზე იმყოფებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.

 

„დღეს სოფელ ქვემო ბოლნისის მაცხოვრებლებს პენსები დაურიგდათ. მოხალისეები სოციალური დისტანციის დაცვას აქტიურად უზრუნველყოფდნენ. სოფელში დისტრიბუცია მუშაობს ჩვეულებრივად, შეკვეთის შემდეგ მოდის მანქანა და მაღაზიებში პროდუქტების განაწილება ხდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ქვემო ბოლნისში 100 სასურსათო პაკეტი უკვე დაარიგა. სხვა მხრივ, აქ სიმშვიდეა. მოსახლეობა მაქსიმალურად ინფორმირებულია კარანტინით დაწესებული შეზღუდვების შესახებ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.