გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რატი იონათამიშვილი: სახალხო დამცველის ანგარიშით დადასტურებულია, რომ 20 ივნისს ღონისძიებები აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ხორციელდებოდა

3-04-2020


„ყოველწლიურად დიდი ინტერესით ვეცნობი სახალხო დამცველის ანგარიშს - ამჯერად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ეს უფრო მეტად არის პოლიტიკური დოკუმენტი, ვიდრე მხოლოდ უფლებებზე ორიენტირებული“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.


რატი იონათამიშვილის თქმით, საპარლამენტო ფორმატზე გადასვლის შემდგომ, ანგარიშთან დაკავშირებით, აქტიური დისკუსია გაიმართება. ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ანგარიშით დადასტურებულია ის, რასაც მმართველი გუნდი 2019 წლის 20-21 მოვლენებისას ამბობდა.


„ რაც შეეხება ივნისის მოვლენების შეფასებას, რასაც ვამბობდით, ფაქტობრივად, ის მიმართულება დადასტურებულია ამ კვლევითაც, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ხორციელდებოდა ღონისძიებები და მინისტრის მხრიდან, მათ შორის, არ ჰქონდა ბრძანებას ადგილი“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​