გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარტვილის საკრებულოში გაუქმებულ კომისიასა და ფრაქციას ბიუჯეტიდან საწვავს აძლევდნენ

13-02-2018

მარტვილის საკრებულოში, ფრაქციისა და კომისიის გაუქმების შემდეგ მათ ყოფილ  თავმჯდომარეებს ბიუჯეტის ხარჯით შეძენილ საწვავს აძლევდნენ. საწვავი ასევე გაიცა შვებულებაში მყოფი 7 საჯარო მოსამსახურის კერძო ავტომანქანებზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, მარტვილის საკრებულოში შექმნილმა მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ 2016 წლის 21 ივლისს, ფაქტობრივად, შეწყვიტა ფუნქციონირება და აქტივობა საერთოდ აღარ განუხორციელებია (არ ჩატარებულა სხდომები, კომისიის წევრები არ გასულან ობიექტების დასათვალიერებლად), იმავე წლის 9 აგვისტოს კი კომისია ოფიციალურად გაუქმდა. მიუხედავად ამისა, კომისიის საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ, მისი ყოფილი თავმჯდომარის კუთვნილ ავტომანქანაზე ბიუჯეტის სახსრებით შეძენილი 201.6 ლიტრი საწვავი გაიხარჯა. 

2016 წლის 4 ივლისს გაუქმდა საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, თუმცა 5, 9 და 10 ივლისს გაუქმებული ფრაქციის თავმჯდომარის ავტომანქანაზე  30 ლიტრი საწვავი გაიხარჯა. 

გარდა ამისა, 2016 წლის განმავლობაში 7 საჯარო მოსამსახურეს, შვებულებაში ყოფნის დროს, კერძო საკუთრებაში არსებული ავტომანქანებისთვის 323 ლიტრი საწვავი მისცეს. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მუნიციპალიტეტის მიერ ამგვარად გაცემული საწვავი არამიზნობრივ ხარჯს წარმოადგენს. მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებით, მარტვილის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი ფუნქციების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 6 სამორიგეო ავტომანქანა. რეალურად,  მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 5 სამორიგეო და ცალკეული საჯარო მოსამსახურეების საკუთრებაში არსებული 59 - 61 ავტომანქანით. საერთო ჯამში, 2016 წელს მუნიციპალიტეტის მიერ ავტომანქანებზე 117 400 ლარის ღირებულების საწვავი გაიხარჯა.

reginfo.ge