გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აჭარის მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი უერთდება ინიციატივას და ხელფასების მესამედს Covid 19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს

3-04-2020


,,აჭარის მთავრობა, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით, უერთდება გუშინ ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“-ს პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რომელიც გულისხმობს, რომ შემდეგი 3 თვის განმავლობაში ჩვენი ხელფასებიდან 1/3 ჩაირიცხება კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთლიანად მსოფლიოსი პანდემიას ახლავს შესაბამისი პრობლემები. ძალიან ბევრს ადამიანს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს შეექმნა რიგი პრობლემები და აქ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა ჩვენი სოლიდარობა, და ამ ნაწილში დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი სხვა უწყებაც აგვიბამს მხარს. გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლების ყველა რგოლის ჩართვა მოხდება ამ პროგრამაში. ვინაიდან ჩვენი ბრძოლა ამ ინფექციასთან მოითხოვს კოლექტიურ, ერთიან ძალისხმევას. დარწმუნებული ვართ , რომ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით და სოლიდარობით შევძლებთ ამ ომში გავიმარჯვოთ და გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა. ამ ინიციატივას უერთდება არა მხოლოდ აღმასრულებელი გუნდი, უერთდება უმაღლესი საბჭოც“ - აღნიშნულის შესახებ განცხადება თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა რეგიონის მზაობის შესახებ და მთავრობის მიერ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე, ასევე, საგანგებო მდგომარეობის დროს არსებულ შეზღუდვებზე.