გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე: მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, ალაგმოს კორონაცების მავნებლობა, მკაცრი სანქციები მედია-პარაზიტებს

5-04-2020

მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, საგანგებო ვითარების დროს ალაგმოს კორონაცების მავნებლობა, მკაცრი სანქციები მედია-პატაზიტებს,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

აბაშიძე საუბობს ბრიტანეთზე, სადაც მაუწყებლებმა გაფრთხილება მიიღეს მარეგულირებლისგან , რომ დაექვემდებარებიან სანქციებს, თუკი გაავრცელებენ ყალბ სამედიცინო რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებით.

,,ბრიტანელმა მაუწყებლებმა გაფრთხილება მიიღეს მარეგულირებლისგან [Ofcom] , დაექვემდებარებით სანქციებს, თუკი გაავრცელებთ ყალბ სამედიცინო რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებით. გაფრთხილება უკავშირდება სასექსის ადგილობრივ რადიოეთერში "რეგისტრირებული ექთნის" შეთქმულების თეორიის გავრცელებას, რომ თითქოსდა COVID-19 პანდემია უკავშირდება 5G სატელეფონო ქსელებს.

ერთი შემთხვევის შემდეგ, სასტიკი გაფრთხილება და სანქციებით დამუქრება დიდ ბრიტანეთში. საქართველოში რა ხდება? როდემდე უნდა ითმინოს საზოგადოებამ SAACOVID-5-ის "მთავარი მატყუარას" არხის, მავნებელი "ტვ პირველის", კეზერას ურეიტინგო "ფორმულის", აქუსა და გოიმი ჯანგოს "კავკასიის" (უტიფარმა გუბაზმა აქუსთან - კორონავირუსის პრევენცია აჯიკითა და ჭაჭით ხდებაო), ფეიკნიუსერი და უვიცი კაპანაძის presa.ge-სა და სხვა ნაცკორონების ტყუილები, დეზინფორმაცია და მავნებლობა?! მოვუწოდოთ ჩვენ ხელისუფლებას, საგანგებო ვითარების დროს, ალაგმოს კორონაცების მავნებლობა. მკაცრი სანქციები მედია-პარაზიტებს”,- წერს გია აბაშიძე.