გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დოდო გუგეშაშვილმა მკვლელს სკამი ესროლა

13-02-2018

ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილმა მკვლელისთვის სკამის სროლა მოასწრო.

უფლებადამცველი აცხადებს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს დოდო გუგეშაშვილმა ამ დრომდე ძებნილი პირისთვის იარაღის სროლა მოასწრო, არასწორია.


"ქალბატონი დოდო ამბობს, რომ როგორც კი დაინახა, მკვლელმა იარაღი ამოიღო და სროლა დაიწყო, მან სკამი ესროლა და მიმართა - რას შვები, შე გარეწაროო. ეს მკვლელი მათ გაეცნო სახელით, ზურა. ქალბატონმა დოდომ მისი შვილის დაჭრის ამბავი მეზობლებისგან იმ მომენტში გაიგო", - აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი.


შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს  აფხაზეთის ომის ვეტერან დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

digest