გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოსო მანჯავიძე: წარმოიდგინეთ ბრიტანელების გამომეტყველება, "მთავარის" და ''ტვ პირველის" სიუჟეტები რომ გადავუთარგმნოთ და ვანახოთ

5-04-2020

წარმოიდგინეთ ბრიტანელების გამომეტყველება, "მთავარის" და ''ტვ პირველის" სიუჟეტები რომ გადავუთარგმნოთ და ვანახოთ,- ამის შესახებ სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ მათი მოქმედება ეპიდემიის დროს გადაითარგმნება, დაარქივდება და როცა ვითარება გამოსწორდება, მიეწოდება საელჩოებს, დასავლურ საზოგადოებას, მედიას და პოლიტიკოსებს, რომ მომავალში მაინც აღარ ვიხილოთ მათი ლობისტების დიდაქტიური ტონით გაჟღენთილი არაობიექტური წერილები, რომლებიც "მთავარს' და ეპიგონებს თავისუფალ მედიად, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკურ ოპოზიციად მოიხსენიებენ.

,,ბრიტანულმა მედია-რეგულატორმა გააფრთხილა მედია-საშუალებები, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან. კერძოდ გააფრთხილეს რადიო "Sussex", რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია 5G ტექნოლოგიასა და კორონავირუსის პანდემიის კავშირის შესახებ. ახლა წარმოიდგინეთ ბრიტანელების გამომეტყველება, "მთავარის" და ''ტვ პირველის" სიუჟეტები რომ გადავუთარგმნოთ და ვანახოთ. ალბათ, იშვიათია ქვეყანა, რომელსაც თავის მასშტაბთან შედარებით დეზინფორმაციულ-დივერსიული მედია დაჯგუფებები ჰყავდეს .სიხარულს ვერ მალავდნენ პირველი გარდაცვლილის გამო. კარგი იქნება, თუ მათი მოქმედება ეპიდემიის დროს გადაითარგმნება, დაარქივდება და როცა ვითარება გამოსწორდება, მიეწოდება საელჩოებს, დასავლურ საზოგადოებას, მედიას და პოლიტიკოსებს, რომ მომავალში მაინც აღარ ვიხილოთ მათი ლობისტების დიდაქტიური ტონით გაჟღენთილი არაობიექტური წერილები, რომლებიც "მთავარს' და ეპიგონებს თავისუფალ მედიად, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკურ ოპოზიციად მოიხსენიებენ. ამის რესურსი ნამდვილად არსებობს, ამიტომ კეთილი უნდა ინებოს ხელისუფლებამ და ეს პრობლემა გადაწყვიტოს. აღარ ვარგიან ეგენი უკვე სავარჯიშო ტომარადაც კი, რომელსაც მოკრივეები "მსხალს " უწოდებენ. დალპა უკვე ეს მსხალი, ძალიან უსიამოვნო სუნი აქვს, გაიტანეთ“,- წერს სოსო მანჯავიძე.