გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბოლნისელი სპორტსმენები, სპორტის დღესთან დაკავშირებით, „თეთრი ბარათის“ კამპანიას შეუერთდნენ

6-04-2020

6 აპრილს სპორტული სამყარო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მსოფლიოში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების შედეგად, ამ დღის აღნიშვნამ ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა.

ბოლნისელი სპორტსმენები ფრიდონ გიგანი, ოთარ მამულაშვილი, ლერი დადვანი, ნოდარ ბერიანი და მწვრთნელი შერმადინ დადვანი სპორტის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ და ე.წ „თეთრი ბარათის“ კამპანიას შეუერთდნენ.

„თეთრი ბარათის“ კამპანიაში საქართველო პირველად შარშან ჩაერთო. აქციის მიზანი სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისება, ტოლერანტობისა და მშვიდობის იდეის პოპულარიზაციაა. სპორტის საერთაშორისო დღის წლევანდელი გზავნილია: „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“.