გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისში მყოფი ინფიცირებული 62 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ექიმის დედაა

6-04-2020

„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, 62 წლის ქალი, რომელსაც ქუთაისში კორონავირუსი დაუდასტურდა და ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს, სასწრაფო დახმარების ექიმის დედაა, მისი ძმა კი სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობს. 62 წლის ქალის დაინფიცირების პირველწყაროს და კონტაქტებს ეპიდემიოლოგები ამ დრომდე იკვლევენ.

მედიკოსს უკვე აუღეს ანალიზი და პასუხი დღის ბოლომდე იქნება ცნობილი, მანამდე კი სასწრაფო დახმარების ბრიგადა თვითიზოლაციაშია გადასული. ქუთაისის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი მაია რუხაძის განცხადებით, ექიმს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ აქვს.

ქუთაისში ეს უკვე მეორე ბრიგადაა, რომელიც იზოლაციაში იმყოფება. სასწრაფო დახმარების მედიკოსების ის ჯგუფი, რომლებმაც 67 წლის კაცი ცხელების ცენტრში გადაიყვანა, სადაც მას რამდენიმე დღეში კორონავირუსი დაუდასტურდა, ასევე თვითიზოლაციაშია.

საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

imedinews.ge